ანაკლია საკურორტო მნიშვნელობის ზონაში, აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან, ზღვისპირა ზოლში მდებარეობს. მისი უნიკალური მიკროკლიმატი, ცხელი ჰავა და ნალექების ძალზე მცირე რაოდენობა დამსვენებლებსა და ტურისტებს ზაფხულის საუკეთესოდ გატარების შესაძლებლობას სთავაზობს.. დღეისათვის თანამედროვე ქალაქი ანაკლია, უკვე საქართველოს ერთ-ერთ საუკეთესო ზღვისპირა მარგალიტს წარმოადგენს. განახლებული ინფრასტრუქტურა, ესპანელი არქიტექტორის მიერ დაპროექტებული ბულვარი, 540 მეტრიანი საფეხმავლო ხიდი ზღვაზე, სპორტული და გასართობი ობიექტები და რა თქმა უნდა საუკეთესო სასტუმროები _ ეს ის მცირე ჩამონათვალი გახლავთ, რომელიც თქვენს დასვენებას განუმეორებელსა და დაუვიწყარ ელფერს შესძენს
სასტუმრო Palm Beach მთელს ანაკლიის ტერიტორიაზე ერთ-ერთ საუკეთესო და ფეშენებელურ სასტუმროს წარმოადგენს. იგი გამორჩეულია როგორც ხელსაყრელი ადგილმდებარეობით ანაკლიის მთელს ზღვისპირა ზოლში, ასევე ორიგინალური თანამედროვე დიზაინითა და დახვეწული სტილით. სასტუმროს გააჩნია უმაღლეს დონეზე მოწყობილი 48 ნომერი. სტუმრებს საშუალება ეძლევათ თავისი არჩევანი შეაჩერონ როგორც ეკონომკლასის, ასევე ნახევრად ლუქსისა თუ ლუქსის ტიპის კეთილმოწყობილ ნომრებზე. სასტუმრო Palm Beach განკუთვნილი და მოსახერხებელია როგორც ოჯახური ტიპის დასვენებისათვის, ასევე კორპორატიული და საქმიანი ვიზიტებისათვის. თითოეული ნომერი აღჭურვილია:
• მაღალსიჩქარიანი უკაბელო ინტერნეტიით (Wi-Fi სისტემა)
• საკაბელო ტელევიზიით
• ტელეფონით
• ინდივიდუალური საშხაპე სისტემით
• კონდიციონერით
• ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოებით
• ყოველდღიური ჰიგიენური საშუალებები.
• შესაძლებელია კერძების ნომრებში შეკვეთა
სასტუმრო Palm Beach-ში მომსახურების 24 საათიანი უმაღლესი დონე და იდეალური ატმოსფერო თქვენს დასვენებას საუკეთესო ელფერს შესძენს. ჩვენს მიერ შემოთავაზებული სერისები დახვეწილია და ნებისმიერი გემოვნების მქონე მომხმარებელზე გახლავთ მორგებული. სასტუმროს გააჩნია:
• ფიტნესს კლუბი, საუნა და გამაჯანსაღებელი კომპლექსი – ჯანსაღი დასვენების მოყვარულთათვის;
• აუზი – რუჯის მოყვარულთათვის;
• კეთილმოწყობილი საკონფერენციო დარბაზი – საქმიანი ვიზიტებისათვის, სემინარებისა და კონფერენციებისათვის;
• ქართული და ევროპული სამზარეულო – გურმანებისათვის;
• ბარი – ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელების მოყვარულთათვის;
• საბანკეტო და სადღესასწაულო დარბაზი 400 კაცზე – კორპორატიული წვეულებებისათვის.
სასტუმრო Palm Beach – ის ექსკლუზივს წარმოადგენს ქართული დარბაზი (ნაციონალური სამზარეულო) მრავალფეროვანი კერძების ფართო ასორტიმენტით, ბუხრითა და ეგზოტიკური გარემოთი, რაც განკუთვნილია განსაკუთრებული შემთხვევებისათვის და თქვენს დასვენებას კიდევ უფრო სასიამოვნოსა და მრავალფეროვანს გახდის. აღსანიშნავია, რომ Palm Beach– ის რესტორნებსა და კაფე ბარებში კერძები დამზადებულია მხოლოდ ნატურალურ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებზე. თქვენ მოგემსახურებიან პროფესიონალი, უმაღლესი კვალიფიკაციის მქონე მზარეულები და მიმტანები.
ექსპრესმომსახურეობა:
ჩვენი მიზანია ჩვენს სტუმრებს შევთავაზოთ როგორც კომფორტული და იდეალური გარემო, ასევე მივცეთ ორგინალური, განსხვავებული და კრეატიული დასვენების შესაძლებლობა. ამისათვის სასტუმრო Palm Beach გთავაზობთ გასართობ ტურებსა და შემეცნებითი სახის ტურისტულ მარშრუტებს:
• ანაკლია – სქური _ ანაკლია
• ანაკლია _ მესტია _ ანაკლია
• ანაკლია _ქუთაისი _ ანაკლია
• გასეირნებას ნავებით მდინარე ენგურისა და ზღვის შესართავთან
გვეწვიეთ სასტუმროში Palm Beach წლის ნებისმიერ სეზონზე, ჩვენ თქვენს დასვენებას დღესასწაულად ვაქცევთ